პოლიციამ ლუვრის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ ლუვრის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა

2025-10-26 16:19:59+04:00

პოლიციამ პარიზის ლუვრის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანილი ოთხი პირიდან ორი პირი დააკავა, - ინფორმაციას BBC-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარიზის პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი მამაკაცი შარლ-დე-გოლის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ლუვრის მუზეუმის „აპოლონის გალერეადან“ 88 მილიონი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქურდები შენობაში ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.