ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. უფლებადამცველის თქმით, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით განცხადებას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში გააკეთებს. როგორც პალიტრანიუსთან საუბარში ადვოკატი აცხადებს, სუს-ში ჩატარებული ბრიფინგი არის ზოგადი და მოითხოვს კონკრეტიკას, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი ადვოკატებთან ერთად მიაწვდის.