ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

2025-10-23 09:41:49+04:00

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. უფლებადამცველის თქმით, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით განცხადებას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში გააკეთებს. როგორც პალიტრანიუსთან საუბარში ადვოკატი აცხადებს, სუს-ში ჩატარებული ბრიფინგი არის ზოგადი და მოითხოვს კონკრეტიკას, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი ადვოკატებთან ერთად მიაწვდის.