აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება ასევე გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო, ასევე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევების ფაქტებზე.