ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი საპარლამენტო საქმიანობას მომდევნო კვირას დაიწყებს. გახარიას პარტიაში საპარლამენტო ბოიკოტსა და მანდატების ჩახნას შეცდომას უწოდებენ. როგორც გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ისინი გამოიყენებენ ყველა პოლიტიკურ შესაძლებლობას, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებულ 12-ტ მანდატს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც კვლავ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება აცხადებს, რომ ამიერიდან, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი გახარიას გუნდს ოპოზიციურ ძალად ვეღარ აღიქვამს. კრიტიკის მიუხედავად, გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებაში საკუთარ პოზიციას არ ცვლიან - დღეს პარტიის წევრი, შალვა კერესელიძე კონსულტაციებისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.