სასამართლომ კახა მიქაიას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

სასამართლომ კახა მიქაიას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

2025-10-21 20:12:44+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული კახა მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა მიქაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

მანამდე 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა მის შვილს კონსტანტინე მიქაიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.

შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.