Reuters - რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Palitra News

Reuters - რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა

2025-10-21 19:03:27+04:00

რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters -ი გემების თრექინგის მონაცემებსა და ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თრექინგის მონაცემებისა და წყაროს თანახმად, 6 ოქტომბერს ტანკერმა “კაისერი” რუსეთის ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული “ციმბირული მსუბუქი” კლასის ნავთობის 105 340 ტონა ყულევის ნავთობტერმინალში მიიტანა.

კომპანია “რუსნეფტში” გამოცემას კომენტარისთვის არ უპასუხეს.