საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასჯელს პარიზის სამხრეთით მდებარე ლა სანტეს ციხეში მოიხდის - Palitra News

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასჯელს პარიზის სამხრეთით მდებარე ლა სანტეს ციხეში მოიხდის

2025-10-21 15:41:47+04:00

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასჯელს პარიზის სამხრეთით მდებარე ლა სანტეს ციხეში მოიხდის. ციხის დირექტორის თქმით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების უფლება, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. მანამდე, ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ ციხეში წიგნზე მუშაობას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სარკოზი ციხეში. სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 25 სექტემბერს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით სევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.