რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა - სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ არ შევთანხმებულვართ - Palitra News

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა - სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ არ შევთანხმებულვართ

2025-10-21 15:38:41+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრის გადადების შესახებ. მისი განმარტებით, არ შეიძლება გადაიდოს შეხვედრა, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა. სერგეი რიაბკოვის თქმით, შეხვედრის ორგანიზებას სათანადო მომზადება სჭირდება. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. „სიენენმა“ინფორმაცია გაავრცელა, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო. როგორც „სიენენს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, შეხვედრის გადადების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ რუბიოსა და ლავროვის განსხვავებული მოლოდინები აღმოჩნდა.