ქართული პროდუქციის 21.7% რუსეთში გადის - Palitra News

ქართული პროდუქციის 21.7% რუსეთში გადის

2025-10-21 14:01:04+04:00

ქართული პროდუქციის 21.7% რუსეთში გადის. საქსტატის ბოლო მონაცემები იანვარ-სექტემბრის პერიოდს ასახავს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერის მონაცემებით საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 მილიარდ 151 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6 პროცენტს შეადგენს. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია: რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამეზე სპირტიანი სასმელები იყო.