როდის დაუბრუნდებიან პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრები საკანონმდებლო მუშაობას და როგორ აფასებენ მათ გადაწყვეტილებას დეპუტატები - Palitra News

როდის დაუბრუნდებიან პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრები საკანონმდებლო მუშაობას და როგორ აფასებენ მათ გადაწყვეტილებას დეპუტატები

2025-10-21 12:39:49+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება - საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სივრცეში. გიორგი გახარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტმა როგორც პროტესტის ფორმამ დადებითი როლი ვერ ითამაშა, არამედ, პირიქით, ოპოზიცია, ფაქტობრივად, პოლიტიკური ასპარეზიდან გააქრო. ექსპრემიერის გუნდის წევრების თქმით, პარლამენტის ტრიბუნას საზოგადოებისთვის მთავარ პრობლემებზე სასაუბროდ გამოიყენებენ. "ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ გარე დირექტივები ახლა უკვე, საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერდება, რაც ოპოზიციის ლუსტრაციას მოახდენს. კრიტიკული გზავნილები ჟღერდება იმ ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში რჩებიან. მათი თქმით, გახარიას გუნდმა საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მიხედვით იმოქმედა. როდის დაუბრუნდებიან გახარიას პარტიის წევრები საკანონმდებლო მუშაობას?!