თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. თეიმურაზ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს - ექვსდღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ აქციაზე სახის დაფარვას ედავება. ქეთა ციცქიშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არცერთი არ დააკმაყოფილა.