ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წელს აპირებს - Palitra News

ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წელს აპირებს

2025-10-21 09:16:00+04:00

ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წელს აპირებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, ვიზებზე ახალი რეგულაციები, მათ ზოგიერთი ჯგუფისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმების საშუალებას მისცემს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ მოუსმინოს საკუთარ ხალხს და გაითვალისწინონ მათი სურვილი - გახდნენ ევროპის ნაწილი. კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრები ცალკიეულ ევროპელ პარტნიორებს უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებაში სდებენ ბრალს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სანქციების მთავარი სამიზნე არა ქართველი ხალხი, არამედ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები უნდა იყვნენ.