“არა რუსულ რეფორმებს” - სწორედ ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა აქცია ჩაატარეს - Palitra News

“არა რუსულ რეფორმებს” - სწორედ ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა აქცია ჩაატარეს

2025-10-20 21:03:09+04:00

“არა რუსულ რეფორმებს” - სწორედ ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა აქცია ჩაატარეს. ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ განათლების სისტემის დაინიცირებულ რეფორმას, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლების სისტემა სრულად გადაიხედება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, რეფორმის რეალური მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარებაა.