შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრებიდან მალევე სასამართლომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტებზე მოქალაქეთა პატიმრობაში გაშვება დაიწყო - Palitra News

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრებიდან მალევე სასამართლომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტებზე მოქალაქეთა პატიმრობაში გაშვება დაიწყო

2025-10-20 20:56:17+04:00

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრებიდან მალევე სასამართლომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტებზე მოქალაქეთა პატიმრობაში გაშვება დაიწყო. ამ მიზეზით 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეეფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიას. ამასთანავე, გზის გადაკეტვის ბრალდებით ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილიც დააკავეს. დაკავებულთა შორის ასევე არიან სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილები