შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შემდეგ გავრცელებულ კადრებზე - რა თქმა უნდა, მძიმეა ასეთი სურათების ნახვა - მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ყველაფერი დროულად გამოიძიოს, ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შემდეგ გავრცელებულ კადრებზე - რა თქმა უნდა, მძიმეა ასეთი სურათების ნახვა - მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ყველაფერი დროულად გამოიძიოს, ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი

2025-10-20 15:48:17+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და კიდევ 5 პირის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებს სწავლობს. უწყება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას მას შემდეგ მოახდებსმ რაც მათ შორის, 7 მლნ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის წარმომავლობის დაადგენს. ოპოზიცია ითხოვს პასუხები გაეცეს კითხვებს: რის საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა და რატომ არ არიან დაკავებულები ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა. ოპონენტები შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მიუთითებენ. "ქართული ოცნება" გამოძიებას ელოდება.