სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და კიდევ 5 პირის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებს სწავლობს. უწყება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივ რეაგირებას მას შემდეგ მოახდებსმ რაც მათ შორის, 7 მლნ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის წარმომავლობის დაადგენს. ოპოზიცია ითხოვს პასუხები გაეცეს კითხვებს: რის საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა და რატომ არ არიან დაკავებულები ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა. ოპონენტები შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მიუთითებენ. "ქართული ოცნება" გამოძიებას ელოდება.