მარტა კოსი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი - Palitra News

მარტა კოსი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი

2025-10-20 12:16:05+04:00

საქართველოში არსებული ვითარება, უახლესი მოვლენები, 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები და დემოკრატიული უკუსვლა - ამ საკითხებს დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილავენ. ამდენად, უკრაინის, მოლდოვასა და სუდანის საკითებთან ერთად ლუქსემბურგში ყურადღების ცენტრში საქართველოც მოექცევა. შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენები შემაშფოთებელია, მთავრობა ხალხის ევროპულ მისწრაფებებს უგულებელყოფას და რომ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. რა გზავნილები აქვთ ევროპული სტრუქტურის წარმომადგენელბს და როგორ პასუხობენ მწვავე განცხადებებს საქართველოში?