საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - Palitra News

საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

2025-10-20 09:20:06+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები არ ეთანხმებიან. თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, სანაიას თანხმობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნეს ლევან ჯობავა და შალვა ჩუბინიძეც. მათ 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ხოლო, დავით გოგიჩაიშვილს, რომელსაც აქციის დროს სახის დაფარვას ედავებოდნენ, 6- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ვახო სანაიასთან დაკავშირებით, 30 მედია ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, ისინი დაკავებულ კოლეგას სოლიდარობას უცხადებენ.