საპატრულო პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა - Palitra News

საპატრულო პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

2025-10-18 20:03:50+04:00

საპატრულო პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, 2000 წელს დაბადებული იემენის მოქალაქე ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.