საპატრულო პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, 2000 წელს დაბადებული იემენის მოქალაქე ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.