პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა - Palitra News

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა

2025-10-18 18:24:31+04:00

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, ხოლო მეორე აღნიშნულ ვიდეოს უკანონოდ ინახავდა. პროკურატურის თანამშრომლებმა ორივე პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.