„ევროპის სახალხო პარტია” მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და პარლამენტთაშორის ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რადგან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტურად არასწორი იყო - Palitra News

„ევროპის სახალხო პარტია” მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და პარლამენტთაშორის ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რადგან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტურად არასწორი იყო

2025-10-17 16:02:12+04:00

„ევროპის სახალხო პარტია” მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და პარლამენტთაშორის ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რადგან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტურად არასწორი იყო, - ამის შესახებ აღნიშნულია “ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ვილნიუსში დღეს დაამტკიცა. პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისა და სუვერენული, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის და აქვე გმობს „ქართული ოცნების“ რუსეთის ორბიტისკენ სწრაფვას.