ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზუსტად იცის, თუ რამდენი მძევალი ჰყავს „ჰამასს - Palitra News

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზუსტად იცის, თუ რამდენი მძევალი ჰყავს „ჰამასს

2025-10-17 13:37:11+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზუსტად იცის, თუ რამდენი მძევალი ჰყავს „ჰამასს. მისივე თქმით, „ჰამასის“ მიერ ღაზაში დარჩენილი გარდაცვლილი მძევლების ცხედრების დაბრუნების დაგვიანების შესახებ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ესაუბრა. როგორც მედია წერს, ისრაელის ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციას მეტ დროს მისცემენ, რათა ზეწოლა მოახდინონ შუამავლებზე და „ჰამასმა“ მძევლების ცხედრები დროულად დააბრუნოს. 15 ოქტომბერს ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ეტაპზე გადასვლა მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ მოხდება, რაც დაჯგუფების მიერ ყველა დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრის გადაცემას გულისხმობს. ისრაელში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს განაახლებენ.