აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება. მისი თქმით, პრეზიდენტების შეხვედრამდე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი შეხვდებიან. ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე პუტინთან სატელეფონო საუბრის რამდენიმე საკითხს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების პერსპექტივას უფრო თავშეკავებულად უყურებს.