მმართველმა გუნდმა განათლების რეფორმა წარადგინა - Palitra News

მმართველმა გუნდმა განათლების რეფორმა წარადგინა

2025-10-17 09:46:10+04:00

მმართველმა გუნდმა განათლების რეფორმა წარადგინა. პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. შესაძლოა, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ბაკალავრიატზე სწავლების საფეხურს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურას 1 წელი დაეთმოს. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ შვიდი ძირითადი გამოწვევა განსაზღვრა, საუბარია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.