ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის თბილისში პროტესტზე გამოჩენა თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას არ აკნინებს - Palitra News

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის თბილისში პროტესტზე გამოჩენა თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას არ აკნინებს

2025-10-17 09:44:45+04:00

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის თბილისში პროტესტზე გამოჩენა თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას არ აკნინებს. თუმცა ასე არ ფიქრობენ, მმართველ გუნდში. საქართველოს საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით დააჯარიმა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვალტონენის ქმედება არამეგობრული და დიპლომატიური მისიისთვის შეუფერებელი საქციელია. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ქართული ოცნების რიტორიკა დასავლეთთან ინტეგრაციისთვის ზიანის მომტანი იქნება.