ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტს. კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს კანონი არღვევს სამართლებრივი სიცხადისა და პროპორციულობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. კომისიის შეფასებით, „უცხოეთის გავლენის აგენტის“ სტატუსი სტიგმატიზებულია, არღვევს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ქმნის „შიშის ატმოსფეროს“ სამოქალაქო სექტორსა და მედიაში. ვენეციის კომისიის კრიტიკამ მმართველ პარტიას პოზიცია არ შეაცვლევინა - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ კანონის გადახედვას არ გეგმავენ. ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზებში მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა ხელისუფლებისთვის მორიგ დარტყმას წარმოადგენს.