პარლამენტი რამდენემე წუთში მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღებს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებითაც, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განხილვისას დოკუმენტში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანეს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ქვეყანაში აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ექსტრემიზმის შედეგებისგან. ოპოზიციური პარტიებისთვის ახალი საკანონმდებლო პაკეტი მორიგი დიქტატორული კანონია. მაგდა ბლუაშვილს ვრთავთ პარლამენტიდან.