აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადების დეტალები განიხილეს - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადების დეტალები განიხილეს

2025-10-16 12:38:12+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადების დეტალები განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის დელეგაციებმა გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მხარეებმა ის ნაბიჯები განიხილეს, რომლებმაც შესაძლოა, რუსეთს ომის დასრულება აიძულოს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა 17 ოქტომბერს იგეგმება. მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების საკითხი იქნება.