საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.
საქმე ეხება მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განსახორციელებლად, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს. უწყების ცნობით, ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა და 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოართვა 6000 ლარი. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.