ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს გაიმართება. უკვე ცნობილია რომ საკრებულოებში მუშაობის დასაწყებად მზადაა ის ორი ოპოზიციური ძალა, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულ ქალაქში დეპუტატის მანდატები მოიპოვეს. გახარია საქართველოსთვის გუნდში ამბობენ რომ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა მათი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება. ფიქრობენ რომ მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ პოზიციების შესუსტება საბოლოო გამარჯვების წინაპირობა გახდება.