დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან, რათა გააძლიერონ ალიანსის პასუხი რუსეთის ქმედებებზე. ჯონ ჰილის გამარტებით, პუტინის შეჭრა ნატო-ს ტერიტორიაზე უგუნური, საშიში და სრულიად მიუღებელია. მისივე თქმით, პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ნატო თუ საფრთხის ქვეშ იქნება, ქვეყნები სათანადოდ იმოქმედებენ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გაცხადებით, ნატოს ქვეყნები დრონების წარმოებას უკრაინისთვის ზრდიან. ქვეყნებმა მიმდინარე წელს უკრაინას 100 000-ზე მეტი დრონი გადასცა. ჰილის თქმით, უკრაინასთან ერთად ახალ, გაუმჯობესებულ უპილოტო საფრენ აპარატებს შექმნიან.