პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე - ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია აირჩია - Palitra News

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე - ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია აირჩია

2025-10-15 15:45:50+04:00

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უმრავლესობის მხარდაჭერით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია გახდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მათ კანდიდატურებს 82-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

იმის გათვალისწინებით, რომ ლევან ნემსაძე მოქმედი მოსამართლე არ არის, მან პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მოსამართლის ფიცი დადო.