სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლების მხრიდან ფსევდორევოლუციების შესახებ მცდარი სცენარების შექმნის მიუხედავად, მზია ამაღლობელი მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია - თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლების მხრიდან ფსევდორევოლუციების შესახებ მცდარი სცენარების შექმნის მიუხედავად, მზია ამაღლობელი მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია - თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა

2025-10-15 09:26:12+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი სრულიად უმიზეზოდ აღმოჩნდა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავისუფალ მედიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა, რადგან მედიის თავისუფლება პირდაპირ დარტყმის ქვეშაა.

ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს საქართველოში მიმდინარეობს იმ რუსული მოდელის დანერგვის, რაც რუსეთმა საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში ეს პროცესი ბევრად უფრო დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.