სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს პირველი საზეიმო რთველი ჩატარდა - Palitra News

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს პირველი საზეიმო რთველი ჩატარდა

2025-10-14 21:26:16+04:00

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს პირველი საზეიმო რთველი ჩატარდა. პროექტის მიზანი იყო ტრადიციულად არსებული საეკლესიო მევენახეობისა და მეღვინეობის კულტურის აღდგენა - ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის მიზანია, რომ საზიარებელი ღვინო ტაძრის მიწებზე უშუალოდ ბერებმა აწარმოონ. აღსანიშნავია, რომ მსურველებს შეუძლიათ თავის სახელზე მონასტერს ქვევრები შეწირონ.