რუსეთის ძალების მიერ ქალაქ ხარკოვზე იერიშის შედეგად სამ რაიონში 30 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რუსეთის ძალებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს. დაზიანდა საავადმყოფო და ელექტროგადამცემი ხაზები. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც „როიტერსი“ წერს, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ელექტროქსელთან და ბუნებრივი აირის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ობიექტებზე თავდასხმები გაახშირეს, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად ქვეყნისთვის ბუნებრივი რესურსების მიწოდების ჯაჭვის დაზიანებას ემსახურება.