ნუმბეოს კვლევას თუ დავუჯერებთ, საქართველოს სამეზობლოში, სურსათზე ყველაზე მაღალი ფასები თურქეთშია, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში - Palitra News

ნუმბეოს კვლევას თუ დავუჯერებთ, საქართველოს სამეზობლოში, სურსათზე ყველაზე მაღალი ფასები თურქეთშია, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში

2025-10-14 13:51:40+04:00

ნუმბეოს კვლევას თუ დავუჯერებთ, საქართველოს სამეზობლოში, სურსათზე ყველაზე მაღალი ფასები თურქეთშია, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში. Numbeo-ს 2025 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკაში, რომელიც 143 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, თურქეთი 83-ე, ხოლო აზერბაიჯანი 123-ე ადგილს იკავებს. მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის სიძვირით თურქეთს მოსდევს სომხეთი, რომელმაც 93-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგში 94-ე ადგილზეა რუსეთი, მას კი მოსდევს საქართველო 112 ადგილით. რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, 143 ქვეყანას შორის სურსათის ფასი ყველაზე ძვირია კაიმანის კუნძულებზე; შვეიცარიაში; ისლანდიაში; ბაჰამის კუნძულებსა და ნორვეგიაში. სურსათის ფასი კი ყველაზე დაბალია ავღანეთში; პაკისტანში; ირანში; ეგვიპტესა და ლიბიაში. დაზუსტებისთვის, Numbeo-ს სურსათის ინდექსი აჩვენებს, რამდენად ძვირი ან იაფია საბაზისო საკვები პროდუქტის ფასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.