პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა - Palitra News

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

2025-10-14 09:25:20+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა. როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიაში ისეთი პირის გაწევრიანება, რომელსაც პოლიტიკური პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს. ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონშია დაგეგმილი.