ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებს შეხვდება. „ქართული ოცნების“ წევრები ეუთო-ს თავმჯდომარის საქართველოში ჩამოსვლას მიესალმებიან, თუმცა აქვე ბრიუსელის მიმართ კრიტიკას არ მალავენ. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცახდებას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ “ვიდრე ბრიუსელი არ დაგმობს და გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, პაპაუშვილი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად“. ამ თემაზე პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები მაგდა ბლუაშვილმა მოისმინა და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.