სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 ადამიანი საბოლოოდ ბრუნდება სახლში, რათა სამუდამოდ განისვენებენ ამ წმინდა მიწაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქნესეთის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ცნობისთვის, ჰამასმა ყველა ცოცხლად დარჩენილი მძევალი გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე 7 ხოლო მეორე ეტაპზე დარჩენილი 13 მძევალი გაათავისუფლა. ისრაელმაც პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა სულ ტერორიზმში ბრალდებული 250 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს, მათგან 135-ის საზღვარგარეთ დეპორტაცია მოხდება, ხოლო 14 აღმოსავლეთ იერუსალიმში, სახლში დაბრუნდება. პატიმრების გარდა, ისრაელმა ასევე უნდა გაათავისუფლოს ღაზაში დაკავებული 1700-მდე პირი, მათ შორის 22 ბავშვი. უფრო ვრცლად თემაზე ლაკო ვარშანიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ