აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში მას პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ. პრეზიდენტი ტრამპი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პარალელურად, უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობა დონალდ ტრამპს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოს, ღირსების მედალს გადასცემს. ჯილდო იქნება „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებაში დონალდ ტრამპის დამსახურების აღიარება. ჰერცოგი ჯილდოს მინიჭების შესახებ დონალდ ტრამპს დღეს პარლამენტში აცნობებს. თავად მედლის გადაცემა უახლოეს თვეებში მოხდება. ტრამპი შუადღისას ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გაემგზავრება, სადაც, მისი ხელმძღვანელობით, 20-ზე მეტი მსოფლიო ლიდერის სამიტი გაიმართება.