პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა - Palitra News

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

2025-10-13 12:41:28+04:00

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, ქვეყნიდან მიმალვის მიზნით გაემართა.დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლეა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.