გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა - Palitra News

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

2025-10-13 09:13:28+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე რეგულარულად იმუშავებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს და ამ მიზნით სამომავლო გეგმები დასახეს.