„საქართველოს ვერ დაატყვევებ!“- ამ ლოზუნგით ვერის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა - Palitra News

„საქართველოს ვერ დაატყვევებ!“- ამ ლოზუნგით ვერის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა

2025-10-13 09:12:37+04:00

„საქართველოს ვერ დაატყვევებ!“- ამ ლოზუნგით ვერის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციას სიმბოლური ხასიათიც ჰქონდა. დემონსტრანტებს ზოლიანი ტანსაცმელი ეცვათ, რაც მათივე განმარტებით, დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად ჩაიცვეს. აქცია-პერფორმანსის ფარგლებში საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებულთა მშობლებმა მავთულხლართები შეკრეს.