პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს, ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს, რომელსაც ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი ქემოკლიძის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.