ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ - ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას - დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ - ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას - დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას

2025-10-10 15:34:33+04:00

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები საქართველოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის თემა საქართველოში მიმდინარე პროცესებია. ოპოზიცია აცხადებს, რომ განიხილეს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები,ბიძინა ივანიშილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების საკითხი. ოპონენტები აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ, რათა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ "ქართული ოცნების" წევრებს შეეხოთ.