ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები საქართველოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის თემა საქართველოში მიმდინარე პროცესებია. ოპოზიცია აცხადებს, რომ განიხილეს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები,ბიძინა ივანიშილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების საკითხი. ოპონენტები აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ, რათა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ "ქართული ოცნების" წევრებს შეეხოთ.