გიორგი გრძელიშვილი - გმირის ჯილდოს გადაცემა დამნაშავისთვის, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ამით სილა გააწნა სახელმწიფოს, საზოგადოების დაცინვაა - საქართველოს ჰყავს „დიპ სტეიტის“ პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია - Palitra News

გიორგი გრძელიშვილი - გმირის ჯილდოს გადაცემა დამნაშავისთვის, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ამით სილა გააწნა სახელმწიფოს, საზოგადოების დაცინვაა - საქართველოს ჰყავს „დიპ სტეიტის“ პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია

2025-10-10 15:32:42+04:00

„ქართული ოცნების“ წევრები ჟურნალიტ მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას ეხმაურებიან. უმრავლესობის წევრების შეფასებით აღნიშნული ფაქტი მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია და საერთაშორისო პრესა.ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ხელმძღვანელის , გიორგი გრძელიშვილის თქმით, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, შემდეგ დააჯილდოვეს და გმირად გამოაცხადეს. მისი შეფასებით, ეს„დიპ სტეიტის“ ხელწერაა.