„ქართული ოცნების“ წევრები ჟურნალიტ მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას ეხმაურებიან. უმრავლესობის წევრების შეფასებით აღნიშნული ფაქტი მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია და საერთაშორისო პრესა.ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ხელმძღვანელის , გიორგი გრძელიშვილის თქმით, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, შემდეგ დააჯილდოვეს და გმირად გამოაცხადეს. მისი შეფასებით, ეს„დიპ სტეიტის“ ხელწერაა.